8 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში „იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი-2018“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
ერთ-ერთი მთავარი ნომინაცია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობს, ირინე ჩხეიძეს გადაეცა ანას როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „ორნი“.
საუკეთესო სპექტაკლის ნომინაცია კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის თეატრს ხვდა წილად, სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრნენ.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი საქართველოს თეატრალური საზოგადოების, მხარის ადმინისტრაციის, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მე-9 წელია იმართება.
22 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით მესხიშვილის სახელობის თეატრში სულ 18 სპექტაკლი იქნა ნაჩვენები, რომელთა შორისაც ბაქოსა და პოლონეთის თეატრებიც მონაწილეობდნენ

ინფორმაციას და ფოტომასალას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.