ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახის თხოვნით მივიდა მირზა სუბელიანის ადვოკატი, რომელსაც უწყებაში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მირზა სუბელიანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დანაშაულის მტკიცებულებების გაყალბებაში და დამნაშავეთა მფარველობაში სდებს ბრალს, მიმდინარე კვირას უკვე მესამედ იმყოფება შსს-ში.
დღეს ის უწყებაში დილის 11:00 საათზე გამოცხადდა და როგორც წინა ორ შემთხვევაში, ამჯერადაც ადვოკატის გარეშე.
ამ დროისთვის უცნობია სამინისტროში სუბელიანის ისევ გამოკითხვა მიმდინარეობს თუ მას ბრალი უნდა წარუდგინონ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, თუმცა ბრიფინგის ზუსტი თემა უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.