გერმანიაში, საქსონიის მხარეში საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინეს, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი, ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ინახავდა.
1994 წლიდან ცნობილი იყო, რომ ამ ადგილას ჰიტლერის სამალავი იყო, (ის ამ ადგილზე მცხოვრებ პრინცს გაურიგდა) თუმცა კონიაკებისა და შამპანიურს რეზერვს მხოლოდ ახლა მიაგნეს.
სამალავი რესტავრატორმა სილვიო შტელცერმა აღმოაჩინა. მან მორიცბურგში, გერმანიის სამეჯო ოჯახის უძველესი საცხოვრებელი სახლი (სასახლე) შეიძინა. მისი რესტავრირების დროს კი სამალავს მიაგნო, სადაც შამპანიური და კონიაკის მთელი რეზერვი იყო ჩამარხული.
ერთი შეხედვით ეს საკმაოდ უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიტლერი დიეტაზე იყო და კვების რაციონს მუდმივად აკონტროლებდა. როგორც ცნობილია, ის ვეგეტარიანელი იყო, არ სვამდა და არ ეწეოდა. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიტლერს სისუსტეები ჰქონდა - ღამით ჰიტლერი სამზარეულოში შედიოდა და ტკბილეულს ეძალებოდა.
ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც, გამორიცხული არ არის, რომ ჰიტლერი თავს ხანდახან ალკოჰოლის მიღების უფლებასაც აძლევდა.
„1944 წლის ბოლოს, როდესაც გერმანულმა არმიან უკან დაიხია და ქვეყანა შიმშილობდა. ჰიტლერი ძვირფას ლიქიორს მიეძალა, რომელსაც მალავდა“, - წერს გერმანული გამოცემა „ლოკალი“.
ვილის პატრონს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას უზამს სპირტიან სასმელებს. სავარაუდოდ ისტორიული ალკოჰოლური სასმელები აუქციონზე გაიყიდება.
newspress.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.