ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 8 ივნისს კახეთის რეგიონში 370 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა,რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
აღნიშნული შესახებ GUARDIAN.GE-ის ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან აცნობეს.
"8 ივნისს დღის მეორე ნახევარში,სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 16:30 საათიდან საღამოს 17:45 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 70 ერთეულამდე რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა", აცხადებენ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.