ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სუბელიანი „შვებულებაში გაუშვა“.
„მირზა სუბელიანს ისეთი მუხლი წაუყენეს, სადაც საპატიმრო სასჯელი არ დამდგარა არასოდეს. რეალურად რა მოხდა?! რეალურად მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში ცოტა ხნით, რომ მან არ გასცეს კითხვებზე პასუხი საზოგადოებას ერთის მხრივ და თუნდაც აი, იმ საგამოძიებო კომისიას, რომელიც შექმნეს ახლა პარლამენტში და იმედი ჰქონდათ, რომ რამეს გამოიძიებდნენ. ეს ადამიანი უბრალოდ გაანეიტრალეს. სად არის მკვლელი? მკვლელი დასჯილია? დათუნა სარალიძე ვინ მოკლა? ერთი მკვლელიც არ არის დასჯილი და პასუხისგებაში მიცემულიც კი არ არის“, განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.