რიჩარდ ნორლანდი: ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო
08-06-2015, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო, ეს თავად საქართველოში გადასაწყვეტი საკითხია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.


"საქართველო ამჟამად ძალზედ მნიშვნელოვან ეტაპზეა, როდესაც მიმდინარეობს საუბრები და დებატები საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. მიმდინარეობს ამ თემების განხილვა პოლიტიკური ძალების მიერ, რაც იმისკენ არის მიმართული, რომ გამოსწორებული იყოს საარჩევნო სისტემაში არსებული დისბალანსი. ასევე, ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში დგას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო. ეს თავად საქართველოში გადასაწყვეტი საკითხია, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ავლენენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისკუსიებში პარლამენტის წევრებიც არიან ჩართული და მიმდინარეობს მუშაობა საკითხზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას გულისხმობს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი