პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს“.
მისი თქმით, სუბელიანის დაკავების სამართლებრივი წინაპირობა იყო კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ერთ-ერთმა პირმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა.
„მთავარი პროკურორის გადადგომა და საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო ხაზგასმა, იმ მაღალი პასუხისმგებლობისა, რაც ხელისუფლებას აქვს ამ საქმის მიმართ. შემდეგ ეტაპზე რაც გამოიკვეთება, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, ბესელიას თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების მიხედვით საქმე კვალიფიცირებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით.
„ამ მხრივ გაგრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომავალში არ გამოირიცხება სხვა პირები გამოიკვეთოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ კანონით რა მტკიცებულებები შეკრიბება და არა ვინმეს სურვილით თუ ვარაუდებით“, აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.