განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გომბორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები აშკარად გასამკაცრებელია და განსახილველია ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხები.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები. მოსაგვარებელია ესკორტის საკითხები და სპეციალური ნებართვა მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას. როგორც კი დავბრუნდები, შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს“, განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულებები მოინახულა.
გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.
მიკროავტობუსში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ. გარდაცვლილთაგან ერთი ბავშვია, ხლო 3 ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა. მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.