„მირზა სუბელიანის დაკავება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯს კანონის სრული დაცვით დგამს“, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად მოქმედებს და მას აქვს შესაბამისი რეაგირება, საკანონმდებლო ჩარჩოს და მოთხოვნების დაცვით.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შეესაბამება იმ საპროცესო და სამართლებრივ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“, განაცხადა გიორგი ხატიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.