თბილისში, პარლამენტის შენობასთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
10-06-2018, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 10 ივნისს 16:00 საათზე აქცია სახელწოდებით, „ნუ მომკლავ" გაიმართება.

 

 

6 ივნისს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.

 

 

„მიტინგი არის უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და უკანდაუხეველი - ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით; პარლამენტის თვითლიკვიდაციით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის. ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა-კვალის აბნევის სტრატეგია“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისათვის“ და „ახალი საქართველო" უერთდება.

 

 

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასა და პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯაა.

 

 

„სადაც ბ-ნი მაჩალიკაშვილია და სადაც ბ-ნი სარალიძეა, იქ უნდა იყოს მთელი საზოგადოება", ამბობს ნიკა მელია.

 

 

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი იმედოვნებს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში „პოლიტიკური კრიზისია“ და რომ ხელისუფლებას „ეყო თავხედობა იმისა, რომ მკვლელებს იფარავს“, 10 ივნისს მათ მიერ დაგეგმილ აქციაზე მივა და ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი თანადგომას ამით გამოხატავას.

 

 

პარლამენტთან აქცია „ნუ მომკლავ" რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ იმართებოდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. 3 ივნისს ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში მმართველ გუნდს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და 10 ივნისის აქცია დააანონსა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი