„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისს კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის შვიდ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან" აცნობეს.
„9 ივნისს 18:20 სთ-დან მთელი საღამოს განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 18:24 საათიდან საღამოს 23:13 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 110-მდე ერთეული რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა", ნათქვამია „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის" ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.