დავით უსუფაშვილი: „სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის (ნაცმოძრაობის) რევანშით სისტემის შემნარჩუნებლის (ოცნების) წინააღმდეგ“
10-06-2018, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე და აწ დაშლილი კოალიციური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის (ნაცმოძრაობის) რევანშით სისტემის შემნარჩუნებლის (ოცნების) წინააღმდეგ“.

 


მისი აზრით, „სისტემა დაინგრევა და ქვეყანა გადარჩება კონსტიტუციის ფარგლებში წარმართული პოლიტიკური პროცესით და პროპორციული არჩევნების გზით ხალხის ნების ადეკვატურად ამსახველი ახალი პარლამენტით და ახალი მთავრობით“.

 


„ამიტომ“, განაგრძობს უსუფაშვილი, „ყველა, ვისაც უნდა ქვეყანაში სწორი პოლიტიკის წარმართვა, სამართლიანი სისტემის აშენება და რეალური ცვლილებები, ვადამდელ არჩევნებამდე უნდა ითხოვდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას.

 


„გავიხსენოთ, არსებული საარჩევნო სისტემა რა შედეგს იძლევა ხოლმე რევოლუციურ ტალღაზე - პროცესების ლიდერი ძალა სწორედ ამ სისტემის მეშვეობით იღებს ხოლმე ერთპიროვნულ უმრავლესობას და ხდება ერთპიროვნული მმართველი. ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ რა შედეგი მოაქვს ხოლმე რევოლუციურ ერთპიროვნულ მმართველობას და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ თუ რას მივყავართ სისტემის შეცვლისკენ და რას - იმავე მანკიერ სისტემაში ადამიანების ჩანაცვლებისკენ“, აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   David
      
ნაძმოძრაობა - ოცნების ცეცხლმაქრი! პირველი ნაბიჯი - ქართული პოლიტიკა ნაძების გარეშე!
10 ივნისი 2018 05:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი