პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე იქნება „ბოლომდე" და იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები შეწყდება და ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად წამოიწყებს.
როგორც მოკლული ახალგაზრდის მამა აცხადებს, იგი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას, ამის შემდეგ კი, კონკრეტული ადამიანების დასჯას მოითხოვს.
„ეს მართლა არ არის პოლიტიკური აქციები, ეს არის იმ ადამიანების აქციები, ვინც არის ამ ხელისუფლებისგან ძალით გამწარებული - ეს არის ზაზა სარალიძის აქცია.
რაც შეეხება შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ერთხელ მე თვითონ, სულ ტელევიზორის წინ ვზივარ, არ გამიგია რომ ახსენონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაშვებულია შეცდომა და არ იციან რომელ წყალში გადავარდნენ ამ საქმის ვითარების ირგვლივ. ვიქნები ამ აქციებზე ბოლომდე, სანამ არ გამოაცხადებს სახელმწიფო მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა შეცდომა.
თემირლანი სანამ არ იქნება აღიარებული უდანაშაულოდ - როცა ამას გააკეთებენ, ამის შემდეგ მოვითხოვ იმ ადამიანების დასჯას. ეს აქციები დაიშლება - არდაიშლება, სანამ არ დაიშლება ვიქნები ზაზას გვერდით, აი, რომ დაიშლება, თუ დაიშლება, თუ არ იქნება ეს ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, მერე დავიწყებ მე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩემი აქციების ჩატარებას და ჩემი სამართალის დადგენას, განუცხადა „რუსთავი 2"-ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.