დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ აბანოსხევში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
„გაზიფიცირების პრობლემა სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა. წლების წინ მოხდა სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაზიფიცირება, მაგრამ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაზიფიცირების გარეშე იყო დარჩენილი და ვერ ახერხებდნენ ამ პრობლების მოგვარებას.
ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევის მოსახლეობა კმაყოფილია გაზიფიცირებით და აღნიშნავენ, რომ მათ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა დანაპირები შეუსრულა და მისი უშუალო გულისხმიერებით და ძალისხმევით მოხერხდა სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაზიფიცირება. რაც მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ და რის შესახებაც ზურაბ სეხნიაშვილს ერთერთი შეხვედრის დროს მოახსენეს", აღნიშნულია დუშეთის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.