10-12 ივნისს საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ცვეტა კარაიანჩევა ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ცვეტა კარაიანჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.
„შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაძლიერებლად, სტრატეგიულ კოორდინაციას მიმართავენ.
ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, რეგულარულ შეხვედრებს ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, აქტიურ კავშირს მეგობრობის ჯგუფებს შორის და თანამშრომლობას საპარლამენტო ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს აპარატის თანამშრომლებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია ცვეტა კარაიანჩევას შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.