თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით, „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს
10-06-2018, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით, „ნუ მომკლავ" მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

 


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მოთხოვნები უცვლელი რჩება.

 

 

„დღემდე სამართლიანობა არ აღდგენილა, სისტემა ისევ მყარად დგას თავის საძირკვლებზე. ის, რომ პასუხისგებაში გუშინ მირზა სუბელიანი მისცეს, ეს არის მოჩვენებითი და არავითარ პასუხისგებაში მირზა სუბელიანი არ მიუციათ. მირზა სუბელიანს იმ მუხლით წაუყენეს მუხლი, რომელიც ჯარიმას ითვალისწინებს და იმდენი აქვს ნაჭამი, რომ ათასი, 10 ათასი და 20 ათასი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, გადაიხდის და ისევ გარეთ იქნება", აცხადებს ზვიად კუპრავა, რომლის თქმითაც, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

 

 

6 ივნისს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ერთ-ერთი შეხვედრისას გადაწყდა, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნებოდა.

 

 

აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისათვის“ და „ახალი საქართველო" შეუერთდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი