ონის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ხირხონისთან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს
10-06-2018, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის წარმომადგენელმა კომანდელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ გამყრელიძემ სოფელ ხირხონისთან სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი მოინახულეს.

 

 

 

 

ონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

 

 

 

 

„დაზიანებულია სასმელი წყლის ნაგებობა, მეწარმის მიერ გაკეთებული ალტერნატიული წყალი სასმელად უვარგისია, ადგილზე გაჩეხილია საკმაოდ დიდი რაოდენობის ხე-ტყე, დაზიანებულია გზა და გააქტურებულია მეწყერული პროცესები.

 

 

 

 

ლიცენზია თაბაშირის მოპოვებაზე 2016 წელს არის გაცემული. აღნიშნული სამუშაოების გაგრძელების საკითხი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გადაწყდება", აღნიშნულია ონის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივებს შეხვდა და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი