მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გამოვიდეს ჩვენთან ერთად, დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლოს უსამართლობას, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მან საზოგადოებას მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სამართლიანობისთვის ბრძოლა სწყურია, მოვიდეს ნებისმიერი, არავის ხელს არ ვკრავთ ჩვენ", განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.