ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მან ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
„ახლა კონკრეტულად ვითხოვ გიორგი გახარიას გადადგომას, რომელმაც ფეხებზე დაგვიკიდა ჩვენ და კიდევ შეეცადა ჩემი შვილის სულში ჩაფურთხებას.... არ შეეფერება ეს ადამიანი ამ თანამდებობას. კიდევ ცდილობს მოტყუებას, მე არ მივცემ ამათ კიდევ მოტყუების უფლებას", განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელმაც ასევე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნაც დააყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.