თეა წულუკიანმა ერაყში ვიზიტისას ციხეში სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მყოფი 25 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი მოინახულა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი
11-06-2018, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თეა წულუკიანი ერაყელი კოლეგის, იუსტიციის მინისტრ ჰაიდარ ალ ზამილის, მიწვევით ბაღდადს ეწვია. ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ის რეფორმები, რომელთაც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროები უდგანან სათავეში, და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც თითოეული ქვეყნის წინაშე სხვადასხვა ფორმით დგას.

 


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას წულუკინი ასევე ერაყის ერთ-ერთ ციხეს ეწვია და იქ მყოფი 25 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი მოინახულა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ციხეში სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება.

 


„ერაყი ახალი გამოსულია ისლამურ სახელმწიფოსთან უმძიმესი ბრძოლიდან და მიუხედავად იმისა, რომ ბაღდადი ჯერ კიდევ ზონებად არის დაყოფილი, ცალსახად ვხედავთ, რომ სტაბილურობა ფეხს იკიდებს, რაც უაღრესად სასიხარულოა. ტერორიზმთან საქართველოსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული და ამ სფეროში ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

 


შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰაიდარ ალ ზამილის ინიციატივა ორ სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და საქართველოსა და ერაყს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის შეთანხმების დადების თაობაზე. გადაწყდა, რომ ორივე მიმართულებით დაიწყება მუშაობა და შესაძლებელია, თანამშრომლობის სხვადასხვა დოკუმენტს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისში მოეწეროს ხელი.

 


შეხვედრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თავის ერაყელ კოლეგას საქართველოს მოქალაქის (ქალბატონი თ.ა.) თხოვნა კიდევ ერთხელ გადასცა და მისი სამი წლის შვილის მოძებნაში დახმარება სთხოვა. ბავშვის საქართველოდან გაყვანის საქმე დეტალურად იქნა შეხვედრაზე განხილული, რის შემდეგაც ერაყის იუსტიციის სამინისტროს დახმარებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბავშვის მამის ოჯახს შეხვდა. ოჯახმა მინისტრს აცნობა, რომ ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელია. ოჯახმა, ასევე, გაიზიარა საქართველოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამი წლის ასაკის ბავშვს ორივე მშობელთან თანაბრად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. თეა წულუკიანმა დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიზანი არა მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესის, დედის − საქართველოს მოქალაქის − უფლებების დაცვაა.

 


ვიზიტის დასასრულ, თეა წულუკიანი ერაყის ერთ-ერთ ციხეს ეწვია და იქ მყოფი 25 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი მოინახულა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ციხეში სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება. ორი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ, დედის სურვილის შესაბამისად, ორი უფროსი ბავშვი (5 და 4 წლის) საქართველოში ბებია-ბაბუასთან დაბრუნდება და ისინი ერაყის სოციალურ სამსახურებს აღსაზრდელად არ გადაეცემა. მესამე ბავშვი, რომელიც ჯერ 2 წლისაა, ერაყის კანონის თანახმად, შეძლებს ამ ეტაპზე დედასთან საპატიმროში დარჩენას. ასევე, შეთანხმდა, რომ შედგება თანამშრომლობა და დედის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ერაყის კანონმდებლობის შესაბამისად გასაჩივრდება.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბაღდადში, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გრიგორი ტაბატაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

„ვთვლი, რომ ვიზიტი შედეგიანია. ჩვენ გვინდა ერაყელი ხალხისთვის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფო და საუკეთესო მომავალი. მათ გვიჩვენეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიან და მზად არიან მეგობრული დახმარებისათვის, რისთვისაც მადლობა ჩემს აქაურ კოლეგას ეკუთვნის“, აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი