დავით უსუფაშვილი: ეს არის პოლიტიკა, აბა, რისთვის ვსხედვართ აქ, თუ არ ვცდი­ლობთ, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ?!
08-06-2015, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„კოალიციაში სერიოზული ცვლილ­ების წინა პირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალი­ციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები­ გავუ­ცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ.“, – განაცხადა უსუფაშვილმა.


რაც შეეხება კითხვას, მინისტრთა კაბინეტში ორი რესპუბლ­იკელის დაწინაურების პოლიტიკური ვაჭრობად შეფასებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ  ვისაც სურს, მსჯელობას ვაჭრობა­ დაარქვას.


„თუ არ ვიმსჯელებთ, გარკვეულ თანამდებობებზე ვისი დანიშვნაა უმჯობესი, ან რომელი კანონი უნდა მივიღოთ ახლა და რომე­ლი გადავდოთ, არაფერი გამოვა.­


ვთქვათ, ბაზარში შეხვედით და ახალი წლისთვის ინდაურს არჩევთ. რამდენიმე გამყიდველთან საუბრის შემდეგ არჩევანს ხომ იქიდან გამ­ომდინარე აკეთებთ, რამდენი გაქვთ ჯიბეში­ ფული და როგორ გამოიყურება ეს ინდაური? ანუ, ამ დროს ვაჭრობთ­, თუ ცდილობთ თქვენთვის სასურველ სიკეთეს მიაღწიოთ? ეს არის პოლიტიკა, აბა, რისთვის ვსხედვართ აქ, თუ არ ვცდი­ლობთ, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ?! მთავრობის დაკომპლექტებაც ასეთი ჯანსაღი კოალიციური მსჯელობის შედეგად მოხდა.


მსგავსი ტიპის შანტაჟი ჩვენი ხელ­წერა არ გახლავთ. ვინც რესპუბლიკურ პარტ­ია­სთან რაიმე ტიპის გაერთიანე­ბაში ყოფ­ილა,­ დამერწმუნება, რომ სიტყვა უკან არასოდეს წაგვიღია და არც ფანჯრიდან გავ­პარულვართ ოდესმე.


გვინდა, სანდო და საიმედო პარტნი­ორები ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს­, რომ ყველაფერს დავთანხმდე­ბით.­ ჩვ­ენი მიზნები გვაქვს, რომელსაც მაგ­იდაზე ყოველთვის წინასწარ ვდე­ბთ და ეს პარტნიორებმაც კარგად იციან.


ყველა­ კოალიციასა და გაერთიანებაში საკუთარი პრიორიტეტე­ბით შევდივართ. თუ დავინახავთ,­ რომ ჩვენი მიდგომები არ აინტერესებთ­, იქ არ გავჩერდებით­. როგორც კი სააკაშვი­ლმა­ ყველა ჩვენი პრიორიტეტი გადახაზა, 2004 წლის ივნისში მისი გაერთიანება დავტოვეთ. არ დაგავიწყდეთ, ამ დროს სააკაშ­ვილი თეთრ ცხენზე იჯდა და მთელი საქ­ართველო და მსოფლიო ტაშს უკრავდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი