საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზვიად კუპრავა დაკავებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უწყებაში აცხადებენ, რომ იგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.
მათივე ინფორმაციით, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული აქციის კიდევ სამი მონაწილე.
ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.