ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავასა და სხვა პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და 14:00 საათისთვის მთელ საქართველოს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს
11-06-2018, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიციის მიერ დაკავებული ზვიად კუპრავასა და აქციის კიდევ სამი მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს 14:00 საათზე შვილმოკლულ მშობლებს და მთელ საქართველოს რუსთაველის გამზირზე, აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

 


როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები საპირფარეშოში იყვნენ გასულნი და მათი დაკავებაც იქ მოხდა.

 


„ტელევიზიებით გავაკეთე განცხადება, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და დააბრუნონ თავიანთ ადგილას. მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერებით და მოვუხმო მთელ საქართველოს, ვისაც აწუხებს და მართლა აინტერესებს იმ შვილმოკლული მშობლების ბედი, გაერთიანდეს ყველა და 14:00 საათზე მოვიდეს ყველა. დანარჩენი, რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურებს, აბა გაბედოს რომელიმემ, შემოვიდეს კარავში და ხელი დაადოს. მოვუწოდე მმართველ გუნდსაც, ვისაც გული შესტკივა შვილმოკლულ მშობლებზე, გაერთიანდეს ყველა და მოვიდეს აქ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომლის ინიციატივითაც რუსთაველის გამზირზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე, კვირა საღამოს კარვები განთავსდა.

 


ამჟამად დედაქალაქის მთავარ გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტია მოცემული.

 

 

კომენტარები: 2
#2   Nino
      
დიახ მტავრობა ყველა ერთია.არაფერი არაა შეცვლილი.არც წინსვლა და არც მკვლელობები.აგსდგეს სამართლიანობა.დასასჯელი დაუსაჯოს.კაცმა 16 წ შვილი მიწაში ჩადო და მკვლელებს სასჟელიც არ უნდაათ.განუკითხაობაა.
11 ივნისი 2018 03:35
#1   ანა სალაყაია
      
მთელი საქართველო ზაზა სარალიზეს გვერდში ედგა, როდესაც შვილის მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდა! მის პოლიტიკურ განცხადებებს"სისტემის ჩამოშლის " შესახებ მხოლოდ დესტაბილიზაციის მოსურნე ერთი მუჭა ბნელი წარსულის მქონე ადამიანები უჭერენ მხარს, რომლებიც დიდი ხნით ადრე უნდა გაგვესამართლებინა და მათთვის სამართლიანად უნდა მიგვეჩინა კუთვნილი ადგილი.ჩვენი ზედმეტი ლიბერალობა და ჰუმანიზმი ასე შეიფერეს უღირსებმა!
11 ივნისი 2018 01:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი