სახალხო დამცველი აცხადებს, რომ „მთავრობას უფლება აქვს შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით"
11-06-2018, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა გააკეთა.

 


„საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.

 


ბატონ ზაზა სარალიძის და ყველა იმ პირის უფლებების დასაცავად მე და ჩემი აპარატი 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა ვნახოთ საქმის ყველა დეტალი, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არის შესაძლებელი, მოვითხოვოთ. ასევე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც სისტემურია. დამეთანხმებით, რომ ამ საქმის მასშტაბი ცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები.

 


მე სრულიად მესმის პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ბატონ ზაზას ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ქონდეს. მაგრამ ამის მიუხედავად აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი.

 


სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ბატონი ზაზას მიმართ.

 


მისასალმებელია პროტესტის ყველა ფორმას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია რომ აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს. კანონიერის ქვეშ პირველ რიგში იმას ვგულისხმობ იმას, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს.

 


ამავდროულად ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური“, აღნიშნავს ლომჯარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი