„ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე დააკავეს.
ნიკა მელიამ სამართალდამცავებს სთხოვა აეხსნათ, რატომ არ აძლევდნენ კარვებში შესვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს.
ნიკა მელიას გარდა დაკავებულია თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით არიან დაკავებულები.
რუსთაველზე სამართალდამცავები ამ წუთებში კარვების დემონტაჟს ახდენენ. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაოდენობა.

„ათი ადამიანი ურტყამდა ალბათ ნიკა მელიას და ისე ტენიდნენ მანქანაში. ეს გადაიღო კამერებმა. შემოგვისიეს ათეულობით პოლიციელი და ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო. ერთ წუთში გაგვანახევრეს. იპარავენ ადამიანებს... ყველა ცხვირს მოიტეხავს ვინც ამ გზით წავა. ხელისუფლება გადავიდა ძალადობაზე. ხელისუფლებამ საკუთარ საზოგადეობას ომი გამოუცხადა“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა მედიასთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.