ნიკა მელიას და მისი სხვა თანამებრძოლების დაკავებას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება.ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს,რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.
ნუ შეგეშინდებათ მათი!
მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!“ დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ საააკშვილმა.
ნიკა მელიას გარდა დაკავებულია მისი კოლეგა თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით არიან დაკავებულები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.