გახარიას აქვს მიღებული დავალება ივანიშვილისგან პირადად, რომ რაღაცნაირად ჩააწყნაროს ეს სიტუაცია. ეს არის მისი დავალება, სხვა არანაირი დღის წესრიგი გახარიას არ ამოძრავებს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როდესაც წინა აქციები იყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გახარიამ ვითომ ივაჟკაცა და მან შეძლო განმუხტვა სიტუაციის მაშინ, როდესაც კვირიკაშვილი იყო სრულიად უძლური და ახლა ვითომ გახარიას ჩაბარდა ამ სიტუაციის მოგვარება, ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა თანაპარტიელების დაკავებას რუსთაველის გამზირზე.
ბოკუჩავა აცხადებს, რომ პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტურად მოქმედებდა.
„იყო მომენტები, როცა იყო ჩემი დაკავების მცდელობა, მაგრამ რაღაცნაირად ჩემმა მეგობრებმა შეძლეს, რომ ასე ვთქვათ, გამოეტაცათ ჩემი თავი პოლიციისთვის. პოლიცია მოქმედებდა სრულიად ქაოტურად იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მიიღო რომელიღაც მაღალჩინოსანმა ეს გადაწყვეტილება, რომ თავს დაგვსხმოდნენ. ჩვენ უბრალოდ მოვედით იმისთვის, რომ გვერდზე დავმდგარიყავით ადამიანების, რომლებიც კარვების გადატანის დროს ათრია პოლიციამ.
სრულიად მშვიდობიან სიტუაციაში, პოლიციის რომელიღაც მაღალჩინოსანმა მიიღო ასეთი დავალება და დაიწყეს ქაოტურად ჩვენი დაკავება. მე პირადად ვნახე და გადაღებულიც მაქვს კადრები, როგორ მიათრევენ ირაკლი ნადირაძეს - საკრებულოს წევრს, ასევე დააკავეს ნიკა მელია. როცა ასე ექცევა გახარიას უწყება დეპუტატებს, საკრებულოს წევრებს, როგორ მოექცევა ის რიგით მოქალაქეებს?" განუცხადა თინათინ ბოკუჩავამ „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.