ნიკა მელიას დაკავების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა.
„გადადგეს დაუყოვნებლივ გახარია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა დააკავეს ნიკა მელია“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც თანამოაზრეებს დღეს საღამოს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისა და „საქართველოს დემოკრატიის დაცვისკენ“ მოუწოდა.
სამადაშვილმა ასევე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება და სასწრაფოდ მოიწვიოს ბიურო, რადგან „პარლამენტარის ხელშეუხებლობა კანონით არის გარანტირებული“.
სამადაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელია ხვალ ამერიკის შეერთებული შტატებში მიემგზავრებოდა და მისი დაკავებით, მას პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდეს.
მანამდე კი მელიას გათავისუფლების მოთხოვნით, ხელისუფლებას რომან გოცირიძემ მიმართა.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია“, განაცხადა რომან გოცირიძემ და დაამატა:
„არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი პარლამენტის თანხმობის გარეშე. ივანიშვილის ერთმმართველობა და არაფორმალური რეჟიმი გადადადის პირადპირ უხეშ ძალადობაზე“.
ნიკა მელიას გარდა დაკავებულია მისი კოლეგა, თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით არიან დაკავებულები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.