ნიკა მელია დაკავებული არ არის, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
„როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი აღნიშნულით და მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა მელია დაკავებული არ არის“, აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ნიკა მელიას მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობას და აქედან გამომდინარე განარიდეს და იგი როგორც პარლამენტარი დაცულია იმუნიტეტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.