ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სიაში რუსეთიდან სამი ფიზიკური პირი და ხუთი კომპანია დაამატა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ახლახან გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ოლეგ ჩირკოვი, ვლადიმერ კაგანსკი და ალექსანდრ ტრიბუნი, ხოლო კომპანიებიდან: „Digital Security“, „Дайвтехноцентр“-ი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „Квант“-ი, „ERPScan“-ი და „Embedi“.
ამერიკული მხარის მტკიცებით, ყველა ეს სტრუქტურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) არის დაკავშირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.