მთავრობის მეთაური სარაგბო ბაზა „შევარდენზე“ იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნები დაათვალიერა.
პრემიერი ბაზაზე 18 და 20 წლამდელთა ნაკრების რაგბისტებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებები მიულოცა. ახალგაზრდული ნაკრებების წევრებმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს და მთავრობის მეთაურს, გული სიამაყით მევსება, ვინაიდან ვუყურებ ამ ძალიან მაგარი ბიჭების წარმატებას. სწორედ მათი დამსახურება არის ის, რომ რაგბი ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რაგბის უპრეცენდენტო დახმარების პროგრამა, უკვე ათამდე ბაზაა გაკეთებული და ეს მათ შორის ერთ-ერთია. ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს რაგბისტებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური დახმარება აქვთ. იმით, რომ 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ყველაფერია ნათქვამი; ის, რომ 20 წლამდელთა ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, უდიდესი გამარჯვებაა. შემთხვევითი არ არის, რომ 2017 წელს საქართველოში ტარდება ახალგაზრდული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის ჩვენი სპორტსმენების, ამ გმირი ბიჭების ძალიან დიდი აღიარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ბიჭებმა მიაღწიონ მაქსიმუმს და დარწმუნებული ვარ, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში, ჩვენ მოვიგებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ რაგბისტებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა კი პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა რაგბის ბურთი და მაისური, რომლითაც 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.