წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება - მიმდინარე და დასრულებული საგზაო სამუშაოები წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
„გზების დაგება ამ ეტპაზე მოსახლეობის ყველაზე აქტუალური მოთხოვნა იყო, წინასაარჩვენოდ მოქალაქეები ითხოვდნენ ისეთი მონაკვეთების დაგებას, სადაც მოწესრიგებული გზა არც არასოდეს ყოფილა. ჩვენ ვცდილობთ, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ ყუმისთავში მიმდინარეობს 3 კმ და 150-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება, საგზაო სამუშაოები ხორციელდება მესხის ქუჩაზე, - იგება 180 მეტრის სიგრძეზე ასფალტის საფარი. დედაენის ქუჩის პირველ შესახვევში და ნინოშვილის ქუჩის ჩიხში მიმდინარეობს (სულ 210 მ. კ.) ბეტონის გზების დაგება. ამ სამუშაოებისთვის 573 953 ლარი იხარჯება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უვკე დასრულებულია გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ პირველ წყალტუბოში ორი ქუჩაზე 750- მეტრიან გზაზე საფარის დაგება, სამუშაოებისთვის 100022 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.