ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2018“-ის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
ხონის სახალხო თეატრმა პრიზი ორ ნომინაციაში დაიმსახურა: „სპექტაკლის ორიგინალური გადაწყვეტა და მუსიკალური გაფორმება" გამაჯვებული ხონის სახალხო თეატრის მიერ ფესტივალზე წარდგენილი სპექტაკლის „ღია შუშაბანდი" რეჟისორი დავით თურქიაშვილი გახდა.
„ახალგაზრდა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელის" ნომინაციაში კი, მსახიობმა დემურ საღარეიშვილმა გაიმარჯვა.
დაჯილდოების ცერემონიალს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და იმერეთის სამხარეო გუბერნიისა და ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.