დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული განიარაღება ძალიან, ძალიან მალე მოხდება“
12-06-2018, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილოეთ კორეის „ბირთვული განიარაღება ძალიან, ძალიან მალე მოხდება“, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ.

 


ტრამპმა კიმს „ძალიან ღირებული, ჭკვიანი მომლაპარაკებელი“ უწოდა.  

 


ტრამპმა იგი ვაშინგტონში მიიწვია.

 

 

 

ტრამპი-კიმის დეკლარაციის მთავარი პუნქტები ცნობილია:

 

  1. შეერთებული შტატები და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მხარს უჭერს შეერთებული შტატები-კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ურთიერთობების დაფუძნებას ორი ქვეყნის ხალხების სურვილის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა;
  2. შეერთებული შტატები და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა განავითარებენ თავიანთ ძალისხმევებს იმისათვის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და სტაბილური სამშვიდობო რეჟიმი იყოს;
  3. 2018 წლის 27 აპრილის პანმუჯომის დეკლარაციაზე დაყრდნობით, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განაიარაღების მხარდაჭერას გამოხატავს.

 

 

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც კიმმა განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, წარსული უკან მოვიტოვოთ“.

 


„მსოფლიო დიდ ცვლილებებს იხილავს“, აღნიშნა კიმ ჩენ ინმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

 

 

ცნობილი ხდება, რომ ტრამპი კიმს ვაშინგტონში მიიწვევს.



„ის ძალიან ნიჭიერი კაცია. ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით“, განაცხადა ტრამპმა.

 

 

  

 

პრეზიდენტ ტრამპის ესკორტმა უკვე დატოვა სენტოსა - კუნძული, სადაც ისტორიული შეხვედრა გაიმართა. მან განაცხადა, რომ იგი სინგაპურში მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავს.

 


კუნძული დატოვა ასევე კიმ ჩენ ინის ესკორტმაც.

 


თავდაპირველად დასმულ შეკითხვაზე, მიაღიწეს თუ არა ბირთვულ განიარაღებას - ტრამპმა უპასუხა, რომ „ისინი პროცესს ძალიან მალე დაიწყებენ“.

 

 

მანამდე ვიდრე უცნობი იყო, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ისტორიული შეხვედრისას, ტრამპის მიერ პრესისთვის გაკეთებული მოკლე კომენტარის მიხედვით ირკვევოდა, რომ მოლაპარაკებები შესანიშნავად წარიმართა და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 


„მოლაპარაკებები წარიმართა იმაზე უკეთესად, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 


როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ ფოტოზე (დაბლა) ტრამპი და კიმი პარკში, იმ სასტუმროს ბაღში გადაადგილდებიან, სადაც მათი მოლაპარაკებები გაიმართა, სანამ ისინი „ხელმოწერის ცერემონიის ადგილისკენ“ აიღებენ გეზს.

 

 

 

 

სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუპლიკის უზენაეს ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა.

 

 

თავდაპირველად ლიდერებს შორის შეხვედრა ერთი-ერთზე შედგა, რის შემდეგაც ისინი თავიანთი დელეგაციების წევრებთან ერთად მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

 

 

 

 

ტრამპის გარდა მოლაპარაკებების მაგიდას ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ კელი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უსხდნენ.

 

 

 

 

კიმ ჩენ ინთან კი მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ:

 

 

კიმ იონ ჩოლი: კიმ ჩენ ინის „მარჯვენა ხელი“ - გენერალი და სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ივნისის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალი რანგის პირი გახდა, რომელიც ოდესმე სტუმრობდა შეერთებულ შტატებს;

 


რი იონ ჰო: ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც 1990-ინა წლებში მოლპარაკებებს აშშ-სთან აწარმოებდა;

 


რი სუ იონი: მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ვიდრე რი იონ ჰო შეცვლიდა. მიუხედავად ამისა, იგი ფხენიანში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალურ პირად ითვლება.

 

 

„სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ბატონო პრეზიდენტო“, უთხრა ტრამპს კიმმა ინგლისურად.

 

 

შეკითხვაზე, თუ როგორ მიდიოდა მისი შეხვედრა კიმთან, ტრამპმა უპასუხა: „ძალიან, ძალიან კარგად. ჩინებული ურთიერთობა“.

 


როგორც BBC წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შესახებ ფაქტები კარგად ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს იმის ნიშნები, რომ კიმი ინგლისურს შესანიშნავად ფლობს. 2013 წელს ჩრდილოეთ კორეაში დენის როდმანის ვიზიტისას, მედია წერდა, რომ ის და კალათბურთის მსოფლიო ვარსკვლავი ერთმანეთს პირდაპირ, თარჯიმნის გარეშე ესაუბრებოდნენ. კიმი როდმანთან ერთად შვეიცარიის სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს 14 ივნისს დაბადების დღე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ჯერ არ დამდგარა, მას სინგაპურში უკვე წინასწარ მიულოცეს დაბადების დღე.

 

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი 72 წლის ხდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი