რუსთაველის გამზირზე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დაიწყო ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“, ასე აფასებს „შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გუშინ, 11 ივნისს თბილისში, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.
უსუფაშვილის აზრით, ორივე პოლიტიკური ძალა ცდილობს, იგივე პოლიტიკური სცენარი გაითამაშოს, რითაც ბოლო რამდენიმე არჩევნებში ერთმა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მეორემ კი, ოპოზიციურ ფლანგზე ნომერ პირველი ძალის სტატუსის დამკვიდრება მოახერხა.
„დღევანდელი მოვლენები სხვა ვერაფრით აიხსნება. გუშინდელი აქციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი გზა, გამწვავებაზე წასვლა, დაპირისპირება, შეტაკება და შეხლა-შემოხლაღა რომ დარჩენოდა, ეს გუშინ საღამოს, კარვის გადატანის პროცესშივე იყო გასაგები. „ქართულმა ოცნებამ“ კი გადაწყვიტა, ამ გზას გაჰყოლოდა, ხალხი ისე დაეკავებინა, როგორც დააკავა, ისე გაესამართლებინა, როგორც გაასამართლა, პარლამენტის წევრ მელიას ისე მოპყრობოდა, როგორც მოეპყრო და უკვე ტროტუარზე გადატანილი კარვები ისე დაეშალა, როგორც დაშალა“, განაცხადა უსუფაშვილმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
„შენების მოძრაობის" ლიდერი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპულმა საქართველომ" დიდი პასუხისმგებლობა აიღო, რადგან „თუ კომისიამ ყველაფერი ისე ვერ გამოიძია, რომ საზოგადოებამ მათი დაიჯეროს, ისინი შესაძლოა, პოლიტიკური მესაფლავის როლში აღმოჩდნენ, ან საკუთარი თავის მესაფლავე, ხოლო თუ კარგად გამოიძია და სისტემური პრობლემები გამოავლინა, მაშინ „ქართული ოცნების“ მესაფლავე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.