ირაკლი ალასანია ლაშა თორდიაზე: ამ ბატონს სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში არეული აქვს
08-06-2015, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ვარაუდობს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია პროკურატურის დაკვეთას ასრულებს და მას სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში არეული აქვს.


"ამ პერსონაჟის გამოჩენა უცებ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბუნებრივია, გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურის დაკვეთას ასრულებს. სასამართლომ იმსჯელა ამაზე, შეაფასა კიდეც ის დარღვევა, რაც იმ მასალებში იყო. ამიტომ აქ სიახლე არ არის. ეს არის პიარკამპანია, რომელშიც იყენებენ ლაშა თორდიას. აუდიტის პალატის შემოსვლა თავდაცვის სამინისტროში ჩემ მიერ იყო ინიცირებული. თუმცა, თავად ამ ბატონს სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში არეული აქვს, იქ არ ყოფილა არანაირი ტენდერი. ეს იყო საიდუმლოებასთან დაკავშირებით წესის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსი, გამოკითხვა ფასის. ამასთან დაკავშირებით შეფასებები თანდართულია საქმეში. ასე რომ, ეს იყო მოსამართლის პრეროგატივა, განეხილა და შეეფასებინა ეს მასალები", - განაცხადა ალსანიამ.


გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი