პროცესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ცვლილებების დრო დგება, აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ საჭიროა განახლება.
„ცვლილება შიგნით იქნება ეს თუ რაღაც გამოიწვევს კადრების გადაადგილებას, ეს შესაძლებელი მგონია იმიტომ, რომ ყოველ გარკვეულ ჯერზე საჭირო მგონია რაღაც გარკვეული განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა და აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას", განუცხადა ქანთარიამ მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.