„ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
„მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებებით - თვისობრივი ხასიათის ცვლილებები. დანარჩენს, დაველოდოთ, გაკეთდება ოფიციალური განცხადება და ოფიციალურ განცხადებაში დასახელდება ყველაფერი“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობაა შეკრებილი, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით ესწრება.
სხდომის დასრულების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.