„ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
12-06-2018, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის 6-8 ივნისს საქართველოში საქმიან ვიზიტად იმყოფებოდა საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვი ხელმძღვანელობდა. ისინი ეწვივნენ სს გეს „საქრუსენერგოს”, დაათვალიერეს კომპანიის სათაო ოფისი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და ტექნიკა.

 

 

 

 


როგორც GUARDIAN.GE-ს „საქრუსენერგო“-დან აცნობეს, შეხვედრა გაიმართა კომპანია სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორთან, მის მოადგილეებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ სტუმრებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს სს გეს „საქრუსენერგოს“ ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

 

 

 

 


„ვიზიტის ფარგლებში საჯარო სააქციო საზოგადოება „ეეს ფედერალური ქსელური კომპანიის“ მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე.

 

 

 


შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. დასასრულს, მხარეები სს გეს „საქრუსენერგოს“ შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ“, აცხადებენ „საქრუსენერგო“-ში.

 

 




 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი