საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრას მართავს, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები, თავად პრემიერ მინისტრი გიორგი კვირკაშვილი და ასევე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.
უმრავლესობის დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები და მათ შორის, თვისობრივი ცვლილებები აუცილებელია.
მმართველი გუნდი წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ განახლება საჭიროა.
„ცვლილება შიგნით იქნება ეს თუ რაღაც გამოიწვევს კადრების გადაადგილებას, ეს შესაძლებელი მგონია იმიტომ, რომ ყოველ გარკვეულ ჯერზე საჭირო მგონია რაღაც გარკვეული განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა და აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას", განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
თვისობრივი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ზაქარია ქუცნაშვილიც.
„მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებებით - თვისობრივი ხასიათის ცვლილებები. დანარჩენს, დაველოდოთ, გაკეთდება ოფიციალური განცხადება და ოფიციალურ განცხადებაში დასახელდება ყველაფერი“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
უფრო ადრე კი, შესაძლო საკადრო ცვლილებთან დაკავშირებით მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა გუნდის წევრმა, ეკა ბესელიამ.
„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ახლა ვერანაიარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი. ახლა არანაირი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ შემიძლია დაგიდასტუროთ“, განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას სავარაუდოდ, თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.