დიმიტრი ქუმსიშვილი: ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება
11-06-2018, 22:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 18 გამარჯვებული სტარტაპი 2018 წლის 25 მაისს გამოვლინდა. თითოეულ მათგანს გადაეცა გრანტი 100 000 ლარის ფარგლებში.

 


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმ თანხის გარდა, რომელთაც სტარტაპებს გრანტის სახით გადაეცემათ, სახელმწიფო დამწყებ ბიზნესებს ასევე დაეხმარება მარკეტინგით, ბრენდინგით და მენტორშიფით. მენტორები მათ გაუწევენ კონსულტაციებს, როგორც სტარტაპის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკრეტულ დარგში ბიზნეს-აქტივობის მიმართულებით. აღნიშნული საშუალებას მისცემს გამარჯვებულ სტარტაპერებს განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა.

 


შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

 


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი