ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს მკაფიო და მკაცრი პოზიცია აქვს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რაც ძალიან კარგია.
ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა. მან ასევე დაადასტურა, ხიდაშელის განცხადება იმის შესახებ, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
"ნატო-ს გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოში ვიზიტის საკითხს. ვფიქრობ, თარიღი უახლოეს მომავალში გვეცოდინება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ვიზიტს, მან დეტალურად წარმოგვიდგინა საკუთარი სტრატეგიული ხედვა. მას აქვს მკაფიო და მკაცრი პოზიცია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს.
"ეს არის ერთობლივი ცენტრი, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მიზანს მოემსახურება და რისი გაკეთება იქნება საჭირო. ამის შემდეგ დავიწყებთ გეგმის განხორციელებას", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.