ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრების სამსაათიან შეხვედრას და, ამ სხდომაზე, როგორც არჩილ თალაკვაძის მიერ იქნა გახმაურებული, „გაეროს კვლევის განხილვას“ ეხმაურება.
მელია აცხადებს, რომ ქვეყანაში „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია“, „ქვეყანას კი ხელისუფლება არ ჰყავს“ და ის „ერთი ადამიანი“ „თავისივე გუნდის წევრებსაც კი ვეღარ მართავს“.
„უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, მხილებულნი არიან დანაშაულში არაერთი კონკრეტული მინისტრი. გუშინდელი დარბევებისა და ადამიანების გატაცების ფონზე საზოგადოებაში განსაკუთრებით გაჩნდა მოთხოვნა ხელსუფლების ცვლილებისა და გამოდიან ახლა და საუბრობენ თითქოს დღეს გაიგეს მათ რომ ქვეყანაში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები ცხოვრობენ? ამას ვინმეს დააჯერებენ? ხელისუფლება არ ჰყავს ქვეყანას - ქვეყანას მართავს, ის ერთი ადამიანიც ვეღარ მართავს თავისივე გუნდის წევრებსაც“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.