არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიღებული და გასაგებია პროტესტი და მოთხოვნები ზაზა სარალიძის და სადაც კითხვები არსებობს, გამოძიება კიდევ უფრო გააქტიურდება
13-06-2018, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიღებული და გასაგებია პროტესტი და მოთხოვნები ზაზა სარალიძის და საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც პირველად გამოვიდა და ამ საქმეზე სამართლიანობის განხორციელება მოითხოვა.

 


მან აღნიშნულის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ისაუბრა.

 


„როცა ჩვენთვის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი და დავინახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებით მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელებული ჯერ კიდევ არ არის, ხელისუფლებამ იმ დღესვე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და მთავარმა პროკურორმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მიღებულია ყველა ზომა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც კითხვები არსებობს, გამოძიება კიდევ უფრო გააქტიურდეს. გახარიას უწყება სწორედ ამას აკეთებს“, განაცხადა თალაკვაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე - როგორია მისი მოლოდინი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის უმრავლესობა ოპოზიციით არის წარმოდგენილი? - არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს პრეცედენტი მაღალი დემოკრატიული სტანდარტის შესახებ მიუთითებს, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს, კომისიამ კი, რომლის ფორმატიც ძალიან ფართოა, პროცესი რეალურად უნდა შეაფასოს და დასკვნა მოამზადოს.

 


„თუ ეს დასკვნა გამოძიების დასრულებამდე მომზადდა, შესაძლოა, ის გამოძიების პროცესში მსჯელობის საგანი გახდეს და სასამართლომ განხილვისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ამ დასკვნას აქვს გავლენა და მასზე მუშაობა ღირს. რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, ჩვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იმისთვის იქნა მიღებული, საზოგადოებას ასი პროცენტით დავუმტკიცოთ, რომ ამ საქმეზე ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს – მართლმსაჯულება ბოლომდე განხორციელდეს”, თქვა თალაკვაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი