მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი 14:00-ზე გაიმართება. საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის პროკურატურაში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მარნეულის მერი იმ ვიდეოს გამო აიყვანეს, რომელშიც დაფიქსირებულია როგორ აიძულებენ ერთ-ერთ მოქალაქეს მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.
სტუდია „მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ის მამაკაცი გახდა, რომელიც პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა - ამ პიროვნებაზე ზეწოლა კი პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისს დაიბარეს.
პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.