„მთავრობის ადგილი შარდის კონტეინერშია“ - ახალგაზრდები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ
13-06-2018, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია სლოგანით „მთავრობის ადგილი შარდის კონტეინერშია“ მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა კანცელარიის შენობის წინ შარდის კონტეინერები მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით მარნეულში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.

 

 

„ახალგაზრდები მოვედით კანცელარიასთან და გავაპროტესტეთ ის ქმედება, რომელიც გუშინ გავრცელდა ონლაინსაშუალებებით. მარნეულში მომხდარი ქმედება ყველა ზღვარს სცილდება. ყველა დაშვებულ ნორმას გადასცდა ეს ხელისუფლება. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა, დაშინება, შანტაჟი და ჩანს, რომ დღეს უკვე ხელისუფლება პანიკაშია და ამ პანიკის საფუძველზე ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ. სწორედ ამ ფაქტს გადაყვება დღევანდელი ხელისუფლება", განუცხადა „რუსთავი 2"-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

 

„თავისუფლად სუნთქვის მეშვიდე წელს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის მიმართ კრიტიკული აზრის დაფიქსირებისთვის, ადამიანი აიძულეს საკუთარი შარდი წაესვა სახეზე. აი ეს კონტეინერი ყველამ კარგად ვიცით რისთვის არის და თუ „ქართული ოცნება" არ შეწყვეტს ადამიანის უფლებების შელახვას, ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან ამ კონტეინერში", აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

 

 

საქმე ეხება ვიდეოს, რომლის გამოც აიყვანეს არსებული ინფორმაციით მარნეულის მერი და რომელშიც დაფიქსირებულია როგორ აიძულებენ ერთ-ერთ მოქალაქეს მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.

 

 

სტუდია „მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ის მამაკაცი გახდა, რომელიც პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა - ამ პიროვნებაზე ზეწოლა კი პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი