მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ნუნისში ცენტრალურ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
როგორც GUARDIAN.GE-ის ხარაგაულის მერიიდან აცნობეს, ნუნისის ღვთისმშობლის სახელობის ბერების მონასტრიდან გზის 2 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოლითის ცეტრალურ გზამდე დაიგება.
„ბალნეო-კლიმატური კურორტი ნუნისი ზაფხულობით ასეულობით ტურისტს ღებულობს, ამიტომ სოფელში ინფრტსრუქტურის განვითარებას ადგილობრივები დიდი იმედით ელოდებიან.

ნუნისში მიმდინარე სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ მოინახულეს და გზის მიმდინარე პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელში რეგიონული განვითარების ფონდიდან 311,444 ლარით დაფინანსდა. ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5% შადგენს“, აცხადებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.