თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) კურსი „რისკის მართვის საფუძვლები“ დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა და DIB სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია გვენეტაძემ გახსნეს. მათ თავდაცვის უწყებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში რისკების მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ტრენინგში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მის მიზანს მსმენელებისთვის რისკის მართვისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
სამდღიანი ტრენინგის განმავლობაში შიდა ექსპერტი შიდა აუდიტის საკითხებში, დავით მოდებაძე მონაწილეებს რისკების იდენტიფიცირების, შეფასების, სწორი მმართველობის პრინციპების, მართვისა და კონტროლის სისტემების შესახებ საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს და ამ სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს გააცნობს.
ტრენინგი პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით წარიმართება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.