თავდაცვის სამინისტროს ნატოს საერთაშორისო სამსახურის გენდერული საკითხების მრჩეველი, ვიცე-პოლკოვნიკი მაგდალენა დვორაკოვა ეწვია. შეხვედრას უწყების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ასევე გენერალური შტაბის J-1 პერსონალის მართვის, J-3 ოპერატიული დაგეგმვისა და J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანს გენდერული თანასწორობის შესახებ ნატოს მიდგომებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს N1325-ის და თანმდევი რეზოლუციების შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამშვიდობო მისიებში, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 და თანმდევ რეზოლუციების გათვალისწინებაზე იმსჯელეს. უწყების წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გენდერული თანასწორობის შესახებ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
ვიცე-პოლკოვნიკმა მაგდალენა დვარაკოვამ კი, ნატოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელების გეგმებსა და პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს საერთაშორისო სამსახურის გენდერული მრჩეველი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაემგზავრა, სადაც იუნკერებს შეხვდება და გენდერული თანასწორობის შესახებ ლექციას წაიკითხავს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.