საქართველოს მესამე პრეზიდენტი მარნეულში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „შარდის სკანდალთან" დაკავშირებით, არამარტო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, არამედ სუს-ის შემადგენლობა და ბიძინა ივანიშვილია დასაკავებელი.
„ქოცები, როგორც ყოველთვის, იტყუებიან „შარდის სკანდალთან" დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს.
დადგმული „ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ, გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი, რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, აქ მარტო მერი კი არა, სუსის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი - ივანიშვილია დასაკავებელი", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პარლამენტის წევრის „ენმ“-დან აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.